შემოქმედში მდინარე ბჟუჟის ტერიტორიაზე ჰესის აშენება იგეგმება

1252

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდინარე ბჟუჟის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემოქმედში, „ბჟუჟა ჰესი 2 “- ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.

როგორც საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის “ჰიდრო-ენერგეტიკული” დეპარტამენტის უფროსმა დავით ჩაჩხიანმა განმარტა, პროექტის სავარაუდო ღირებულება 7 მილიონზე მეტ ლარს შეადგენს.

კანონის შესაბამისად, პოტენციურად ასაშენებლი ჰესის გარემოზე ზემოქმედების წინასწარი ვერსიის განხილვა გაიმართა, რომელსაც გურიის გუბერნიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების თანამშრომლები დაესწრნენ.