ადიგენის 55 სოფელს მხოლოდ 6 ბიბლიოთეკა აქვს

822

ადიგენში, სადაც 55 სოფელში ერთ დროს, 64 ბიბლიოთეკა მუშაობდა, ახლა მხოლოდ 6 მოქმედებს. “სამხრეთს კარიბჭის” ცნობით, ამ 6 მოქმედი ბიბლიოთკიდან თითო-თითო სოფელ უდესა და არალშია, დაბა ადიგენში 2, ხოლო კურორტ აბასთუმანშიც ასევე 2 ბიბლიოთეკაა.

ადიგენის სოფლებში, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, ბიბლიოთეკების გაუქმება 2006 წლიდან დაიწყო. ადიგენში 64 ბიბლიოთეკიდან 58 დაიხურა და მხოლოდ 6 დარჩა. გამოკეტილი ბიბლიოთეკებიდან ფონდების ნაწილი სკოლების ბიბლიოთეკებს გადაეცა, ნაწილი კი შენობებში დარჩა.

გამოცემის ცნობით, ადიგენის მერიას წელს რომელიმე დახურული ბიბლიოთეკის განახლების გეგმა არ აქვს.