თბილისის საკრებულოში შეხვედრაზე არასამთავრობოებმა ინიციატივები წარადგინეს

550

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სახალხო დამცველის წარმომადგენელი და თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, შეხვედრის მიზანი იმ საკითხების განხილვა იყო, თუ რა კუთხით ხედავს არასამთავრობო სექტორი საკრებულოსთან თანამშრომლობას.

„მუნიციპალიტეტის დონეზე ყველაფერი ადამიანის უფლებებთანაა დაკავშირებული, დაწყებული ტრანსპორტით, დამთავრებული გარემოს დაცვით. ამ საკითხში თვითმმართველობების დონეზე მოქალაქეთა ჩართულობა ძალიანმნიშვნელოვანია,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კონკრეტული ინიციატივები წარადგინეს.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თათული თოდუამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი  განცხადებით, საკრებულოში მოქალაქეთა მხრიდან ინიციატივების დაყენების საკითხი უნდა გამარტივდეს. მანასევე უსახლკაროთათვის საცხოვრებლის უფლების მინიჭებაზე, გარემოს დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე გამოითქვა ინიციატივა თბილისში მიუსაფარ ბავშვთა დაცვის ცენტრის აღდგენის შესახებ. ეს საკითხი ბავშვთაუფლებების დაცვის ცენტრის წარმომადგენელმა ბელა სარიამ დააყენა. მისი განცხადებით, ასეთი ცენტრი 2006 წელსგაურკვეველი მიზეზების გამო დახურეს. მისივე თქმით, თუკი ასეთი ცენტრი იარსებებს, კარგი იქნება, თუ რეფერირებისსისტემის საპრევენციო რგოლის ფუნქციას მუნიციპალიტეტი თავის თავზე აიღებს.

შეხვედრაზე  ასევე შშმ პირთა უფლებების დაცვაზე და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებშიკერძო მესაკუთრეთა უფლებების დაცვაზე ისაუბრეს.