ხარაგაულის მერმა ახალი თანამშრომლები წარადგინა

513

ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მერიის სამი სამსახურის ახალი უფროსები თანამშრომლებს წარუდგინა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად, აფრასიონ ლურსმანაშვილი დაინიშნა, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად, თემურ თაბუკაშვილი, ხოლო შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს გიორგი ჭყოიძე უხელმძღვანელებს.

“გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის საკეთილღეოდ. ახალგაზრდები ხელისუფლებაში არის სწორად შერჩეული სტრატეგია ეკონომიკურად და ფინანსურად ძლიერი, დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფოს შესაქმნელად. დარწმუნებული ვარ, სწორედ ახალგაზრდული პოლიტიკა შექმნის ამინდს ხარაგაულის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. მოგეხსენებათ, ცვლილებების მიზანია, უფრო მოქნილი და ეფექტიანი ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობაში და ამის შედეგს მომავალში არაერთხელ დავინახავთ“,- აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.