“ხობი 2–ს“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში განიხილეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გამავალი 220 კვ–იანი საჰაერო ელ.გადამცემი ხაზის -“ხობი 2–ს“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში გაიმართა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ანგარიში  შპს “გამა კონსალტინგის“ წარმომადგენელმა გიორგი ბჟალავამ წარადგინა.

შეხვედრას შპს “გამა კონსალტინგის“ გარემოს დაცვითი პროექტების კოორდინატორი ჯუღული ახვლედიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი მაია ჯოლოხავა, მშენებელი ორგანიზაცია შპს “კავკასუს როუდ პროჯექტის“ წარმომადგენლები, მიხეილ ახალაია, თამარ ახალაია. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

დაგეგმილი საქმიანობის მიზანია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდ. ხობისწყლის ხეობაში 44.5 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰესის მშენებლობა და ექსპლუატაცია.

მსგავსი სიახლეები