ახმეტაში თუშეთის გზის მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა ჩაიშალა

690

წინა სტატია

ახმეტის კულტურის სახლში მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების პროექტზე მსჯელობა უნდა გამართულიყო, თუმცა ჩაიშალა. საქმე ეხება სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ხადორის ხეობა – ბაწარას გზის მშენებლობას, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ახმეტის, დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

თუშეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გზის ამ მიმართულებით დაპროექტება ჯერ დასრულებული არ არის და საჯარო განხილვა მოგვიანებით მოეწყობა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა წარმართულიყო, თუმცა ხმაურისა და დაპირისპირების გამო ჩაიშალა. შეხვედრაზე მისულები იყვნენ ახმეტის მერი, საჯარო სექტორის წარმომადგენები და ადგილობრივი მცხოვრებლები.

თუშეთის ალტერნატიული გზის მშენებლბას თუშეთის თემის მოსახლეობა ეწინააღმდეგება. ისინი მოსალოდნელ საფრთხეებზე და დაცული ტერიტორიის შესაძლო განადგურებაზე სუბრობენ. მათ 19 თებერვალს აქციაც გამართეს.

პროექტის განხორციელება მთავრობის მხრიდან ცოტა ხნის წინ დაანონსდა, რომელიც რამდენიმე რეგიონს აერთიანებს, მათ შორის პანკისის ხეობიდან ახალი გზის მშენებლობას თუშეთის მიმართულებით.

გარემოსდამცველებმა მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების მშენებლობის წინააღმდეგ ონლაინპეტიცია შექმნეს. ისინი სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ხადორის ხეობა – ბაწარა – ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტის შეჩერებას ითხოვენ.