ზესტაფონში მერის იმპიჩმენტს ითხოვენ

980

ყოფილი პოლიტპატიმარი ზესტაფონის მერის იმპიჩმენტს ითხოვს. გიორგი გოგლიჩიძე კახაბერ მახათაძეს ელიტურ კორუფციაში ადანაშაულებს. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.

გოგლიჩიძის თქმით, მერის გარემოცვა სილიკომანგანუმის ქერქულ ნარჩენებს მძიმე ტექნიკით ღამით ჩუმად და უკანონოდ მოიპოვებს. გოგლიჩიძე ითხოვს, რომ კახაბერ მახათაძე დაკითხონ შესაბამისმა უწყებებმა, საქმე კი შსს მინისტრმა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა პირად კონტროლზე აიყვანონ.

“ფაქტთან დაკავშირებით მერთან შესული იყო საკრებულოს წევრი და უთხრა, რომ უკანოობა აღეკვეთა.ამის ნაცვლად, მან გახუთმაგებული ძალებით დაიწყო ქერქული ნარჩენების მოპოვება”, – ამბობს გოგლიჩიძე.

ზესტაფონის მერი ადგილზე არ იმყოფება, მოადგილე კი გოგლიჩიძის ბრალდებებს ცრუს უწოდებს. დავით ჩირგაძე განმარტავს, რომ ლიცენზიის გაცემა მათი კომპეტენცია არ არის,გადაწყვეტილებას გარემოს დაცვის სამინისტრო იღებს.