მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა

414

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში “სამოქალაქო განვითარების ინიციატივის“ მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრისას ჰაბის როლსა და ფუნქციაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ სამომავლო გეგმები და ის სავარაუდო სარგებელი, რომელსაც რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება მიიღებს.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს მოხალისეობის საკითხებზე და ვებგვერდზე, რომელიც მოხალისეობის მსურველთათვის ახალ შესაძლებლობას იძლევა.

“როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, Timerepublik.com “დროის ბანკის“ პრინციპით მუშაობს. ეს არის ორმხრივი მოხალისეობრივი პლატფორმა, სადაც აბანდებ შენს უნარებს, საჭიროების შემთხვევაში, გასცემ შესაბამის მომსახურეობას და იღებ დროის კრედიტებს, TimeCoin-ების სახით, რომელიც შემდეგ, შეგიძლია, უკვე სხვა მოხალისეს გადაუხადო შენთვის საჭირო საქმის შესრულებისას. პროექტის -“სამოქალაქო განვითარების ინიციატივა“  მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, გააძლიეროს სამოქალაქო სექტორი, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან”,-წერია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.