მარტვილში 80 წლის წინანდელი ხეების მოჭრა გააპროტესტეს

945

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედითკარში ხეების მოჭრას აპროტესტებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ კედრის ხეები თანასოფლელმა ბადრი ჯელიამ გაჩეხა, რომელიც ამტკიცებს, რომ ტერიტორიის მესაკუთრეა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

მოსახლეობა პასუხს ითხოვს, ვისი გადაწყვეტილებით დაისაკუთრა ჯელიამ სოფლის ცენტრში არსებული მიწის ნაკვეთი. მათივე ინფორმაციით, ადრე ამ ტერიტორიაზე მეურნეობა იყო და ხეები აქ 80 წლის წინ დაირგო.

თავად ჯელია ამტკიცებს, რომ ხეების მოჭრის ნებართვას მარტვილის გამგეობიდან მიიღო. მწვანე საფარის განადგურებას კი ფინანსური პრობლემებით ხსნის.” მარტვილის მერია ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემას უარყოფს. მარტვილის მერის თქმით, მათ უკვე დაიწყეს საკითხის მოკვლევა.