ბათუმის დელფინარიუმში სარემონტო სამუშაოები დაიწყო

616

ზაფხულის სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით, ბათუმის დელფინარიუმში სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ამ სამუშაოების გამო დელფინარიუმი 2 თვით დაიხურება. დელფინების შოუ სამუშაოების დასრულებისთანავე განახლდება.  ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ბათუმის დელფინარიუმში აფალინას სახეობის დელფინები და ზღვის ლომები არიან.