აუდიტის სამსახური: 2016 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში სპორტული დარბაზი მოეწყო, თუმცა, პროექტი დაუსრულებელია

499

წინა სტატია

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2016 წელს ჩატარებული სამუშაოების მიუხედავად, სპორტული დარბაზი არ ფუნქციონირებს.

კერძოდ, დასკვნის თანახმად, 2016 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტმა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სოფელ ჭიხარულაში სპორტული დარბაზის მოწყობის სამუშაოები განახორციელა, რომლის ღირებულებაც 12.4 ათასი ლარია, პროექტის ფარგლებში მოეწყო შენობის სახურავი და ფანჯრები მოეწყო, აშენდა კედელი.

“2017 წლის 30 აგვისტოს გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები. დათვალიერებით გამოვლინდა, რომ პროექტი დაუსრულებელია და სპორტული დარბაზი არ ფუნქციონირებს. პროექტის დასასრულებლად საჭიროა იატაკის, ჭერის, შენობის სარემონტო სამუშაოების განხორციელება, ასევე, სპორტული დარბაზის შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, აღნიშნული პროექტების დასასრულებლად მიმდინარე წელს გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იყო, მისი შესყიდვა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მომდევნო წელს იგეგმებოდა. მათივე განმარტებით, პროექტი ვერ დასრულდა, რადგან 2017 წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ პროექტების დაფინანსება შეწყდა, ხოლო მუნიციპალიტეტს ადგილობრივი ბიუჯეტით პროექტების მოწყობა არ დაუგეგმავს”,-წერია დასკვნაში.