კახა კალაძე: მერიის ზედამხედველობის სამსახურის რებრენდინგი გაზაფხულზე დასრულდება

713

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის რებრენდინგი გაზაფხულზე დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მშენებლობებზე დარღვევების შემთხვევაში სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე იმსჯელეს. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.

“ჩვენ ვგეგმავთ ზედამხედველობის სამსახურის რებრენდინგს და ამ პროცესს გაზაფხულზე დავასრულებთ. მგონია, რომ სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს, იქნება წარმატებული და მკაცრი კანონის ფარგლებში”, – განაცხადა კალაძემ.