ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში წყალსადენის ქსელი შენდება

740

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის მოწყობის ( I – ეტაპი ) სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ხელვაჩაურის მერია ავრცელებს.

ახალი წყალსადენის ქსელით 920 კომლი ისარგებლებს. პროექტისთვის ( I – ეტაპზე) ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 622 000 ლარია გაყოფილი, ჯამში კი 4 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „მარიამი ო.ბ. 2006“ აწარმოებს.

ობიეტზე სამუშაოები 2018 წლის ივნისში უნდა დასრულდეს. 2017 წელს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 40 სასმელი წყლის პროექტი განხორციელდა.