სენაკში, თეატრალურ მოედანზე სვეტის ტიპის ელექტროსაათი აღადგინეს (ვიდეო)

528

სენაკში, ქალაქის თეატრალურ მოედანზე სვეტის ტიპის ელექტროსაათის აღდგენა დასრულდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტით განახლებული ქალაქის მთავარი საათი თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

ამავე წყაროს თანახმად, უახლოეს პერიოდში საათს გონგის ხმის ფუნქცია დაემატება.