სიღნაღის სოფელ ნუკრიანში სკვერი დააზიანეს

997

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სკვერი დააზიანეს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სკვერიდან მოპარულია რკინის კარი, დაზიანებულია ღია სცენა და ღამის განათების სისტემა, ქვით ჩამტვრეულია მეტალოპლასტმასის ძვირადღირებული კარები და ფანჯრები.

,,სკვერი სულ სამი წელია გაკეთდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რაზედაც დაიხარჯა დაახლოებით 40 ათას ლარამდე. 3 წელიწადში განადგურდა სკვერი”, – ამბობს სოფელ ნუკრიანის მცხოვრები მაია ბიძინაშვილი. მისივე ინფორმაციით, სკვერს არ ჰყავდა ზედამხედველი.