ბათუმის ცენტრალურ პარკში კოლონადა ძველი იერსახით აღდგება

698

ბათუმის ცენტრალურ პარკში კოლონადის აღდგენა იმ ფორმითაა დაგეგმილი, როგორადაც ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენდა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

კოლონადა ასლან აბაშიძის პერიოდში დაინგრა, თუმცა მოტივი მაშინ არ აუხსნიათ. პარკში ტერასის მოწყობაცაა დაგეგმილი.

ესკიზები უკვე მზად არის. ბათუმის მერმა განაცხადა, რომ კოლონადას მშენებლობასთან ერთად შეიცვლება პარკის იერსახე. უფრო კონკრეტულად რა სახის სამუშაოები იგეგმება ბათუმის ცენტრალურ პარკში, რომელსაც 2 დღის წინ ბათუმის საკრებულოს გადაწვეტილებით სახელი შეეცვალა.