ასპინძის მერმა სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები შეარჩია

519

წინა სტატია

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები დანიშნა. ისინი მუშაობას დღეიდან შეუდგნენ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, კონკურსის წესით შერჩეული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და თანამშრომლები ასპინძის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

ეს თანამშრომლები არიან:
კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი – ირაკლი ჯვარიძე;
საფინანსო-საბიუჯეტოსამსახურის უფროსი – გიორგი მურადაშვილი;
ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ ზაზაძე;
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი – სლავა სუარიძე;
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი – ოთარ ცინაძე;
სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი – გოდერძი ლაზარაშვილი;

არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი – ქეთევან ლოლაძე; ასევე, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, მშენებლობის ზედამხედველობის საკითხებში დაინიშნა მიხეილ მაისურაძე.