ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით, გორისა და ზუგდიდის მერების მესამე მოადგილეების შტატები გაუქმდა

809

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით, გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მესამე მოადგილის შტატები გაუქმდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.

გორის მერის შესაბამის გადაწყვეტილებას დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ. აღნიშნულ ცვლილებას გორის მერიაში ერთ-ერთი მოადგილის ალექსი მარიამიძის გადადგომა უძღოდა წინ.

,,დღის წესრიგში დადგა ჩვენგან ერთ-ერთი მათგანის გათავისუფლების საკითხი. ამიტომ, გადაწყვეტილება მე მივიღე” – ამბობს ალექსი მარიამიძე. მან თანამდებობა 9 თებერვალს დატოვა.

გორის მერს სამი მოადგილე ჰყავდა. პირველი მოადგილეა გელა კაპანაძე. ის  პარტიის  ლიდერია და ადგილობრივ თვითმმართველობაში მისი ყოფნა მიზანშეწონილად ჩაითვალა.

მეორე მოადგილე – ეკატერინე სუხიშვილია. გენდერული თანასწორობის პრინციპით, აუცილებელია მოადგილედ მისი ყოფნა.