მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის თბილისის ბიუჯეტში თანხა 5 მილიონ ლარამდე შემცირდა

878

წინა სტატია

მეტროსადგურ ვარკეთილის შემდეგ, დამატებითი სარემონტო სამუშაოების შესრულება მეტრო უნივერსიტეტშიც გახდა აუცილებელი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სოციალურ ქსელში ფოტო გამოქვეყნდა, რომელშიც ჩანდა, რომ ახალდაგებული იატაკის ნაწილი აყრილია.  ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს.

მეტროების რეაბილიტაციისთვის თბილისის ბიუჯეტში თანხა 5 მილიონ ლარამდეა შემცირებული. რაც ოპოზიციას არასაკმარისად მიაჩნია.

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ 15 თებერვალს თქვა, რომ ვარკეთილის მეტროში მომხდარის გამო სატრანსპორტო კომპანიიდან რამდენიმე ადამიანს გაათავისუფლებენ.

30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია შპს “ყვარელმშენმა” ჩაატარა, რომლის წინადადებაც თბილისის მერიამ 2016 წლის 20 ოქტომბერს მიიღო, კონტრაქტი კი მოგვიანებით გაფორმდა. ეს კომპანია 2015 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში შეიყვანა. ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 347 852 ლარი დაჯდა.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

მეტროსადგური უნივერსიტეტი 2017 წლის 16 ოქტომბერს გაიხსნა.