ქუთაისში კინოთეატრი “საქართველო” იხსნება

2852

ქუთაისში, კინოთეატრი “საქართველო” დღეს, 16 თებერვალს გაიხსნება. კინოთეატრი სატესტო რეჟიმში იმუშავებს. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.

კინოთეატრ “საქართელოს” 6 კინოდარბაზი აქვს. ამათგან 2 – 130 ადგილიანი, 2 – 67 ადგილიანი და 2 VIP დარბაზი. ბილეთის ფასი 3ლ – 13ლ – მდე იქნება, რომელიც ადმინისტარციის თქმით, სეანსის დროსა და ფილმის ფორმატზე იქნება დამოკიდებული.

21 თებერვალს კი რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის ” ექვთიმე ღვთისკაცი ” პრემიერაა დაგეგმილი. ფილმში ექვთიმე თაყაიშვილის როლს  მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს. პრემიერაზე ფილმს შემოქმედებითი და ტექნიკური ჯგუფი წარადგენს.

კინოჩვენებები  3D ფორმატში მოხდება. კინოთეატრის დირექტორის, გიორგი ქათამაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კინოთეატრი იხსნება, ჯერჯერობით მაინც სატესტო რეჟიმში იმუშავებენ.

კინოთეატრ “საქართველოს” გახსნა ჯერ კიდევ 2016 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა. ბოლოს, ქუთაისში კინოს გახნა ქალაქის ყოფილმა მერმა, შოთა მურღულიამ გასული წლის სექტემბერში დააანონსა და კინოთეატრში მედიატურიც მოაწყო.

კინოთეატრ „საქართველოში“ რამდენიმე კინოჩვენება ეტაპობრივად გაიმართა. თუმცა, სრულყოფილად ამუშავება ვერ შეძლო.