ნაციონალები: პრემიერს ვთხოვთ ხელი არ მოაწეროს გუდიაშვილის მოედანზე მერიის განკარგულების პროექტს

612

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილსოუწოდებს, ხელი არ მოაწეროს დედაქალაქის მერიის განკარგულების პროექტს, რომლითაც გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია ერთ პირთან მოლაპარაკების გზით უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა დღეს თბილისის საკრებლოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც გაასაჯაროვა აღნიშნული დოკუმენტი. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.

მისივე თქმით, ამ დოკუმენტზე ხელი პრემიერ-მინისტრმა უნდა მოაწეროს. როგორც ხაბეიშვილმა განმარტა, საუბარია 50 მილიონ ლარზე, რომლის განკარგვას დედაქალაქის მერია ტენდერის გარეშე ითხოვს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

„კახა კალაძე აგრძელებს დავით ნარმანიას მავნე პრაქტიკას. მე ხელთ მაქვს ის პროექტი, რომელიც უკვე გიორგი კვირიკაშვილმა ხელმოწერით უნდა დაამშვენოს, საუბარია 50 მილიონ ლარზე, რომლის განკარგვასაც დედაქალაქის მერია ტენდერის გარეშე ითხოვს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. ერთ პირთან მოლაპარაკების მავნე პრაქტიკა ჩვენ ვნახეთ კალაძის მერობის პირობებში საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით. ვნახეთ, რომ მილანურ კომპანიას გაუფორმეს ხელშეკრულება, შემდეგ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიებმა ასობით ათასი ლარის ხელშეკრულებები მიიღეს, ახლა საუბარია არა ერთ, ორ, ხუთ ან ათ მილიონ ლარზე, არამედ 50 მილიონის პირდაპირი გზით განკარგვაზე.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ პროექტით თბილისელებმა მინიმუმ 5 მილიონი ლარი დაკარგეს, რადგან ნებისმიერი ტენდერის ჩატარების შემდეგ გათვალისწინებული თანხები 10-20 პროცენტით მცირდება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, პროექტში აღნიშნულია, რომ მერიამ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის მომზადება 2015 წლიდან დაიწყო