გორში 2017 წელს რეაბილიტირებული მინისტადიონების ინფრასტრუქტურა ვანდალურად დააზიანეს

770

გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცლებს ფოტოებს, რომელზეც 2017 წელს რეაბილიტირებული მინისპორტული მოედნებისა და მისი დამხმარე ნაგებობების ვანდალურად დაზიანების ფაქტებია ასახული.

“სამწუხაროა, მაგრამ დღეს ისინი ასე გამოიყურება. მსგავს მდგომარეობაშია მიწისქვეშა გადასასვლელებიც. მოგმართავთ თხოვნით, თითოეულმა ჩვენგანმა გავაცნობიეროთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩვენი საცხოვრებელი გარემოსა და თანამოქალქეების მიმართ. ნუ გვექნება საერთო სარგებლობის სხვადასხვა სახის ობიექტების მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება. ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს!”, – მიმართავს მუნიციპალიტეტის მერია გორელებს.

2017 წელს გორში რეაბილიტაცია 10 სპორტულ მინიმოედანს ჩაუტარდა, რომლის ღირებულებამაც 1 300 000 ლარი შეადგინა.

პროექტი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის  თანადაფინანსებით განხორციელდა. ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსების წილმა 290 ათასი ლარი შადგინა.