გლდანში საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

662

თბილისში, გლდანის რაიონში საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. ამ ეტაპზე, გზის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მეშვიდე მ/რ-ში, კობახიძის ქუჩაზე მიმდინარეობს. ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

ამ ეტაპზე, გზის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მეშვიდე მ/რ-ში, კობახიძის ქუჩაზე მიმდინარეობს.

რეაბილიტაციის შედეგად, 1600 კვ.მ ფართობის გზა განახლდება – მოეწყობა გზის საფუძველი და ორფენიანი ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

ამასთანავე, პირველი მ/რ-ის N20 ა კორპუსის მიმდებარედ, 1400 კვ.მ-ზე ღია კალათბურთის მოედანი მოეწყობა. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის განახლება დაიწყო. აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს.