გურჯაანის საცურაო აუზი პირველ მარტს გაიხსნება

1546

პირველი მარტიდან გურჯაანის საცურაო აუზი განახლებული ინფრასტრუქტურით განაახლებს ფუნქციონირებას. გურჯაანის სპორტული კომპლექსის დირექტორის არჩილ გოგიაშვილის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა და ამ ეტაპზე აუზში წყლის გათბობა მიმდინარეობს. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.

დირექტორის თქმით, გახსნასთან ერთად, შესაძლოა საცურაო აუზის აბონიმენტის ფასი 10 ლარით გაიზარდოს.

მისივე ინფორმაციით, 1 მარტიდან სპორტკომპლექსში მუშაობას დაიწყებს მცირე აუზიც, რომელიც 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებზე იქნება გათვლილი. გურჯაანის საცურაო აუზი 2017 წლის მარტში გაიხსნა.

გურჯაანის სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია 2012 წელს ჩატარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში სპორტკომპლექსში თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი, სპორტული და სატრენაჟორო დარბაზები მოეწყო. საცურაო აუზის გახსნისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან 45 ათასი ლარი დაიხარჯა.