კასპის და ცაგერის მუნიციპალიტეტებს 1200 ჰა-ზე მეტი სათიბ-საძოვარი იჯარით გადაეცა

1023

კასპისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 1200 ჰექტარზე მეტი სათიბ-საძოვარი, 25-წლიანი იჯარით, 2 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცემა, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, ეს არის მაღლამთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების ოპტიმალური გამოყენების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურ გამოყენებას. ამ პროგრამის მიზანი გახლავთ ის, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესჯდეს და მთიდან მიგრაცია შევაჩეროთ. სწორედ ამ მიზნით, დღეს ჩვენ გამოგვაქვს მთავრობის სხდომაზე კასპისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 1200 ჰექტარზე მეტი სათიბ-საძოვრის 25-წლიანი იჯარით გადაცემა 2 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე, რომლითაც ისარგებლებენ 43 ადგილობრივი ოჯახი- მათ ჰყავთ 400-ზე მეტი სული საქონელი და ეს მოაწესრიგებს ამ საკითხს.

ასევე ამ ოჯახებს არ ექნებათ იმის შიში, რომ ეს საძოვრები შეიძლება სხვა მიმართულებით გასხვისდეს და ეს იქნება დამაგრებული კონკრეტულად ამ ორ კოოპერატივზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ამ კონტექსტში გაიხსენა წარმატებული მაგალითები, კერძოდ, შვეიცარულ-ქართული კომპანიის „ბლაუნშტაინის“ გამოცდილება.

“ამ გამოცდილებას ჩვენ კიდევ არაერთხელ გამოვიყენებთ საქართველოში მთიანი რეგიონების მიმართულებით“, – დასძინა კვირიკაშვილმა.