წნორში “ცოდნის კაფემ” სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ხანდაზმულ წყვილებს უმასპინძლა

760

წნორში მდებარე სოციალურმა საწარმომ “ცოდნის კაფემ” სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, ნიკოლოზ და ეთერ ხუციშვილებს უმასპინძლა. ისინი 67 წელია ცოლ-ქმარი არიან.

“ეს მყავდეს კარგად და მეტი არაფერი მინდა, ჩემი სულის ხმაა, ბაზრიდან ისე არ მოვა შოკოლადი არ მომიტანოსო”,- თქვა ეთერი ბებომ

ცოდნის კაფის სტუმრებს წყვილმა საკუთარი გაცნობის და დაოჯახების ისტორიები უამბეს, ახალგაზრდობის ამბები გაიხსენეს, იცეკვეს და იმხიარულეს.

“ცოდნის კაფემ” ეთერ და ნიკოლოზ ხუციშვილებს საჩუქარიც გაუკეთა – ღვინის ბოთლებზე მათი ახალგაზრდობის ფოტოები დაიტანა და მათივე სურათებით აწყობილი სლაიდშოუ უჩვენა.

ვალენტინობის დღეს “ცოდნის კაფეში” სხვა ხანდაზმული წყვილებიცი სტუმრობდნენ, რომლებიც 50 წელზე მეტი ხანია ერთად ცხოვრობენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვალენტინობა ცოდნის კაფეში საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხის“ მიერ დაფინანსებული სოციალური საწარმო „ჭკვიანი გემოს“ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

ცოდნის კაფე ქალაქ წნორში არსებული სოციალური საწარმოა, გაყიდვებიდან შემოსული მოგება, მთლიანად ხმარდება რეგიონში არაფორმალური განათლების მიღებასა და “ცოდნის ფონდის” შექმნას.
ცოდნის კაფე აერთიანებს: 1)თანამედროვე ბიბლიოთეკას; 2) წიგნის მაღაზიას; 3)კაფეს; 4)არაფორმალური განათლების სივრცეს.