ლანჩხუთის საკრებულომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასებზე იმსჯელა

789

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 14 თებერვალს გამართულ სხდომაზე, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ საკითხები განიხილა.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი შემდეგნაირადაა განისაზღვრული: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 3,19 ლარს; დასახლებათა შორის არეალებში -2,28 ლარს; სოფელ მალთაყვიდან მდინარე სეფისწყალამდე შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ დასახლებებში და დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 9,12 ლარს; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) შეადგენს 4,56 ლარს.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“.