ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო იქმნება

521

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ დებულება წარმომადგენლობითმა ორგანომ 13 თებერვლის სხდომაზე დაამტკიცა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

საბჭოს შემადგენლობა საკრებულოს მომდევნო სხდომაზე, 23 თებერვალს განისაზღვრება. დებულების თანახმად, გენდერული საბჭო 5 წევრისგან დაკომპლექტდება. საბჭო კოორდინაციაში იქნება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთან. სხდომაზე ასევე განისაზღვრა უწყების “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამა“. მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მერია პროგრამას 5 300 ლარით დააფინანსებს.