ბათუმში 19 მილიონ 990 ათას დოლარად აუზსა და ყინულის არენას კანადური კომპანია ააშენებს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შპს “სტადიონს” ნება დართო  ყინულის არენისა და საცურაო აუზის მოწყობისთვის 20 მილიონამდე დოლარის სამუშაოები ტენდერის გარეშე განახორციელოს.

გადაწყვეტილება შესყიდვების სამსახურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, შპს სტადიონი 19 მილიონ 990 ათას 200 დოლარის სამუშაოებზე ხელშეკრულებას, პირდაპირი წესით,  კანადურ კომპანია “”Westincor Limited” – თან გააფორმებს, რომელმაც 2018 წლის სექტემბერში, ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამართვამდე, ლადო ასათიანის #27-ში ნომერში, 10 500 კვადრატულ მეტრზე, 1500 ადგილზე გათვლილი ყინულის არენა უნდა ააგოს. ხოლო 5500  კვადრატულ მეტრზე უნდა განთავსდეს საცურაო აუზი, ტრიბუნები 1000 ადამიანზე იქნება გათვლილი.

 

 

მსგავსი სიახლეები