ოპოზიცია თბილისის მერიაში თანამშრომლების შერჩევის საკონკურსო კომისიაში ჩართვას ითხოვს

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები მერიის მიერ დაანონსებულ რეორგანიზაციას და სტრუქტურულ ცვლილებებს აფასებენ. ისინი თანამშრომლების შერჩევის საკონკურსო კომისიაში ჩართვას ითხოვენ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

მარიკა დათუკიშვილის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ გარკვეულ სტრუქტურებში თანამშრომლები პირადი ინტრესების მიხედვით შეარჩიონ. ოპოზიცია მოითხოვს, რომ საატესტატო საკონკურსო საარჩევნო კომისიაში ჩაერთონ ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებიც, რომ თანამშრომლების შერჩევამ გამჭვირვალედ ჩაიაროს.

თბილისი მერიაში სტრუქტურული ცვლილებების რამდენიმე თვის წინ დაანონსდა. რეფორმის ფარგლებში, ე.წ. ზონალური საბჭო და სხვა 19 კომისია და საბჭო გაუქმდა. კომისიების და საბჭოების ფუნქციები მერიის შესაბამის სტრუქტურებში გადანაწილდა.

თბილისი მერიაში სტრუქტურული ცვლილებები 15 იანვარს მერმა კახა კალაძემ წარადგინა და დასძინა, რომ მერიაში რეორგანიზაცია თებერვალში დასრულდება.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ მერიაში და ათ გამგეობაში საშტატო ნუსხაზე ილაპარაკა. მისი თქმით, რეორგანიზაციის შემდეგ მერიაში თანამშრომელთა რიცხვი 120-ით შემცირდება.

მსგავსი სიახლეები