თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

470

თბილისის კეთილმოწყობის სამსახური 2 კვირაა, უფროსის გარეშე მუშაობს. გივი კუბლაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა. ინფორმაციას BM.ge  ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ ყოფილი უფროსის წასვლა კეთილმოწყობის სამსახურში აღმოჩენილ დარღვევებს არ უკავშირდება.

დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნული სამსახურში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სამსახურის თანამშრომელმა არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც თანამდებობას დატოვებს. თუმცა მერს თანამშრომლის ვინაობა არ დაუსახელებია.