მანგლისის ცენტრალურ პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

869

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მანგლისის ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო საკითხებზე იმსჯელეს. ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის(KFW) წარმომადგენლებთან დაბა მანგლისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტი განიხილა.

პროექტის განხორციელება, რომელიც გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება, მიმდინარე წლის მაისში დაიწყება. გუბერნატორის თქმით, სამუშაოების ჯამური ღირებულება 300 ათასი ლარია.