რუსთავის 70 წლის საიუბილეო ლოგოს ავტორი 15 თებერვალს გამოვლინდება

611

რუსთავის 70 წლის საიუბილეო ლოგოს საუკეთესო პროექტის შესარჩევად მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. რუსთავის მერიის ცნობით, კონკურსის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი 34 ნამუშევარი ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობის ფოიეში გამოიფინა.

რუსთავის 70 წლის საიუბილეო ლოგოს შესარჩევი კონკურსში მონაწილეობა 25 იანვრიდან 10 თებერვლამდე იყო შესაძლებელი. მერიის ცნობით, კონკურსში 34-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, წარმოდგენილი ნამუშევრებიდან კი გამარჯვებულს 15-კაციანი სიუჟრი გამოავლნეს.

ინფორუსთავის ცნობით, კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეებს შინაარსობრივად ადვილად აღქმადი და დასამახსოვრებელი ლოგოები უნდა შეექმნათ, რომელშიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო რიცხვი 70.

საუკეთესო ლოგოს ავტორი 15 თებერვალს გამოვლინდება და მას 1000 ლარი გადაეცემა.