ონის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის შემუშავება მიმდინარეობს

574

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონკურსის საფუძველზე, ონის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის შემუშავება მიმდინარეობს. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, უკვე შეიქმნა პროექტის ინტერნეტპორტალი.

“ონის მუნიციპალიტეტის, უწერას, მრავალძალის და კურორტ შოვის სივრცითი – ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის“ შემსრულებლი გამარჯვებული კომპანია, “არტსტუდიო“ და მისი პარტნიორები პროქტის მიმდინარეობის, ყველა ეტაპის მასალის ხელმისაწვდომობის, საჯაროობის და ჩართულობის უზრუნველსაყოფად ორგანიზებას უწევს ელექტრონულ გვერდს zemoracha.info. პროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა და სოფლების განაშნიანების რეგულირების გეგმები პასუხობდეს ადგილობრივ საჭიროებებს, ჩართული და დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებს, საზოგადოებრივ, სახელმწიფო და სხვა სტრუქტურების მოთხოვნებს”,-აცხადებენ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში.