მცხეთის მერია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ითანამშრომლებს

546

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა მიზანად ისახავს მცხეთის მუნიციპალიტეტში შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და ახალი ტურისტული პრიდუქტის შექმნას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას, რომელიც ასევე მოიცავს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობას. 


“საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობა კი მიზნად ისახავს მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებების შემუშავებას, ერთობლივი ინიციატივისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში აუცილებელი თანამშრომლობის განხორციელების მიზნით”,-აცხადებენ მერიაში. 

ხელმოწერის ცერემონია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა. ღონისძიებას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი , მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ხელმძღვანელი რევაზ მამულაშვილი და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დაესწრნენ.