ხულოში პირველი ვეტერინარული კლინიკა იხსნება

722

14 თებერვალს დაბა ხულოში პირველი ვეტერინარული კლინიკა გაიხსნება. კლინიკის მშენებლობა ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და ფონდ CARD-ის დახმარებით პროექტ «ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სომხეთსა და საქართველოში“ მეორე ფაზის ფარგლებში განხორციელდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ვეტერინარულ კლინიკაში, რომლის საერთო ფართი 60კვ.მ.-ია, განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. უწყების ცნობით, მისი გახსნა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული მიმართულების – მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში მოხდება.

კლინიკის მშენებლობის ბიუჯეტი 47 734 ლარია. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროექტის ფარგლებში რეგიონში ჯამში 6 სადემონსტრაციო პროექტი განხორციელდა.