შიდა ქართლის გუბერნატორი თანამდებობიდან გადადგომაზე ინფორმაციას არ ადასტურებს

861

შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ გორის სათემო რადიო “მოზაიკა” წერს.

კახა სამხარაძე ამჟამად, საზღვარგარეთ, მივლინებაში იმყოფება და ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არაფერი სმენია.

“მე დღეს საღამოს ვბრუნდები საქართველოში. წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მესაუბრებით. შეიძლება ბინა რომ დავცალე, ამიტომ ვინმემ იფიქრა, რომ თანამდებობა დავტოვე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ბინა ჩემი ხარჯებით მქონდა ნაქირავები და ვიდრე სხვაგან გადავალ ვიღაცამ ეს ჭორი გაავრცელა. მე მაქვს რეგიონში წელს დაგეგმილი სამუშაოები და მივყვები ჩემ გეგმებს. თუ დეზინფორმატორებს ასე სურთ ყურადღების მიქცევა, ეს უკვე ჩემი საქმე აღარაა” – ამბობს სამხარაძე.

შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.