ასპინძის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ელექტრონულ ტენდერს აცხადებს

563

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია დაბა ასპინძაში,შიდა ქუჩების, ვაჟა ფშაველას ქუჩის, დედაენის ქუჩის, ერეკლე II-ის ქუჩების (ბეტონის დაგება) სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. ინფორმაციას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 522 225ლარს.

გარდა ამისა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ელექტონულ ტენდერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თოკსა და სოფელ ვარგავში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების III ეტაპის შესახებ. (გარდამავალი პროექტი). ამ პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 842 050 ლარს შეადგენს.