ოზურგეთის 46-კაციან საკრებულოში, 22 თანამდებობის პირია

729

წინა სტატია

გურიის მოამბის ცნობით, ოზურგეთის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის 46-კაციან საკრებულოში, დღეის მდგომარეობით, 22 თანამდებობის პირია და აქედან 15 საკრებულოს ფრაქციის ინსტიტუტთან დაკავშირებულ თანამდებობის პირებს წარმოადგენენ (საკრებულოში არსებული 7 ფრაქციის თავმჯდომარეს დამატებული საკრებულოს ფრაციათა თავმჯდომარეების 8 მოადგილე).

შესაბამისად, საკრებულოს ამ 22 თანამდებობის პირის მხოლოდ შრომის ანაზღაურება ადგილობრივ ბიუჯეტს წლის განმავლობაში ნახევარი მილიონი (უფრო ზუსტად კი, – 499,2 ათ.) ლარი უჯდება (ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ამ პირებზე 2018 წლის განმავლობაში არანაირი სახელფასო დანამატი ან პრემია არ გაიცა).

გასული წლის 31 დეკემბერს თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შევიდა. ცვლილების თანახმად, ადგილობრივ საკრებულოებში ფრაქციებს, რომლებშიც, სულ მცირე, 5 წევრია, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შტატი დაემატათ. ასევე, დაწესდა ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეთა რაოდენობის ზედა ზღვარი – ის უნდა იყოს ერთ საკრებულოში არაუმეტეს ოთხისა.

ოზურგეთის 46-კაციან საკრებულოში, 22 თანამდებობის პირია