ქობულეთის მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა

407

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. ინფორმაცია მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მისი მიხედვით, “რეორგანიზაცია სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მოხდება რეორგანიზაციის დაგეგმვა, მეორე ეტაპზე – მომზადდება შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები და შემუშავდება ორგანიზაციური სტრუქტურის პროექტი, ხოლო მესამე ეტაპზე, რეორგანიზაციის გამო, შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობაა გათვალისწინებული”.

რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა 14 თებერვლამდე განისაზღვრება.