რეგიონული ხელისუფლების კონგრესი: „ცენტრალურ ხელისუფლებაში არსებული ცვლილებები არ უნდა აისახოს თვითმმართველობებზე“

427

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 24-ე სესია, სადაც ერთ-ერთ საკითხად საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას განიხილავდნენ, ევროსაბჭოს რეგიონული ხელისუფლების კონგრესმა საქართველოს ხელისუფლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

კონგრესის მიერ მიღებული ერთ-ერთი რეკომენდაციით, დაუშვებელია და ცენტრალურ ხელისუფლებაში არსებული ცვლილებები არ უნდა აისახოს ადგილობრივ თვითმმართველობებზე, კონგრესი ითხოვს, უზრუნველოყოფილი იქნას თვითმმართველობის ქარტიის მოთხოვნები და განგრძობადობის პრინციპი.

როგორც სესიაზე გამოსვლისას მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, არჩევნების შემდეგ გარკვეული პრობლემები თვითმმართველობებში მართლაც არსებობდა, თუმცა, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ეს პრობლემები აღმოიფხვრა.

„სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობები ყოფილი მმართველი პარტიის პოლიტიკური ნების გამომხატველ ინსტრუმენტს წარმოადგენდნენ და არა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გამომხატველ ორგანოს, ამიტომაც არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლების მხარდამჭერებმა პოლიტიკური ცვლილებები ადგილებზეც მოითხოვეს. ცხადია, ეს არ არის სწორი და ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ადგილებზე ვითარება სტაბილური გამხდარიყო,“ – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.

კონგრესმა თავის დოკუმენტში ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ თვითმმართველობის რეფორმაზე და განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა მთავრობამ გამოხატა დეცენტრალიზაციის ნება. მისი რეფორმის სტრატეგია აგებულია სუბსიდიარობის, ფინანსური დამოუკიდებლობისა და თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის პრინციპებზე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტირის კონგრესმა რეკომენდაციებში მიუთითა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მისაღწევი დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის კუთხით, რაც უნდა განხორციელდეს ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების გატარებით.

იხილეთ რესურსი