აუდიტის სამსახური მერიის ქონების მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს

461

აუდიტის სამსახური მერიის ქონების მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი მექვაბიშვილმა განუცხადა.

ინფორმაციას IPN ავრცელებს.

მექვაბიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ ჭიანურდება დედაქალაქის მერიისა და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის დასკვნის გამოქვეყნება.

ირაკლი მექვაბიშვილის თქმით, აუდიტის დასკვნებში საუბარია სისტემურ ხარვეზებზე.

მისივე თქმით, აუდიტი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს მერიის ქონების მართვასთან დაკავშირებით ანგარიშს, რომელშიც სწორედ სისტემურ ხარვეზებზე იქნება საუბარი.

”ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ მერიის ქონების მართვასთან დაკავშირებით ანგარიშს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ანგარიში არ ეხება პერსონალურ საკითხებს. ანგარიშში საუბარი გვექნება სისტემურ ნაკლოვანებებზე”, – განაცხადა მექვაბიშვილმა.