ზესტაფონში ცენტრალური ქუჩების დამაკავშირებელ გვირაბს რეაბილიტაცია უტარდება

388

სტაროსელსკისა და ჭანტურიას ქუჩების დამაკავშირებელ გვირაბს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პროექტის მიხედვით, გვირაბის ფეხით სავალი ნაწილი ფილებით მოეწყობა, შეიღებება გარე ფასადი, დამონტაჟდება განათების სისტემა.

კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 54 414 ლარს შეადგენს.

“ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი ქალაქის მერმა კახაბერ მახათაძემ, მოადგილე დავით ჩირგაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის დაკვეთით სამუშაოებს შპს “აკაია“ ახორციელებს. რეაბილიტირებული გვირაბით სარგებლობა როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის უფრო კომფორტული გახდება”,-წერია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.