ახალციხის მუნიციპალიტეტში, ურავლის ხეობის სოფლების მორწყვის პროცესი იწყება

499

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ურავლის ხეობის სოფლების მორწყვის სამუშაოები იწყება. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, წყორძის, ანდრიაწმინდის, ახალშენის, მინაძის, ღრელისა და ჭაჭარაქის მაცხოვრებლების კუთვნილი მიწის ნაკვეთები, წლების შემდეგ ისევ მოირწყვება.

პროექტი იაპონიის საელჩოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდება. სარწყავი სისტემის მშენებლობისთვის ჯამში, 1 მლნ. ლარზე მეტია საჭირო.

იაპონიის საელჩოსა და კავკასიურ ინსტიტუტს შორის ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას – ” სარწყავი სისტემის აღდგენა ახალციხის მუნიციპალიტეტის ურავლის ხეობის სოფლებში.”

სარწყავი სისტემის მშენებლობა გაზაფხულიდან დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ თვითდინებით სისტემის გამო, მოსახლეობას მინიმალური რწყვის გადასახადი ექნება.