ხობში ჰესის მშენებლობის თემაზე საჯარო განხილვა გაიმართება

401

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდ. ხობისწყალზე ხობი-2 ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ცნობილია, შპს ” ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდ. ხობისწყალზე ხობი-2 ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტს ახორციელებს.

“ამ პროექტის ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ხობისწყლის ხეობაში დერივაციული ტიპის ჰესის მშენებლობაც განხორციელდება. აღნიშნული პროექტისთვის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მომზადდა.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა  20 თებერვალს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება. გთხოვთ, დაინტერესებულ მხარეებს მონაწილეობა მიიღოთ ანგარიშის საჯარო განხილვაში”, – ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.