ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია საქართველოში

579

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესმა საქართველოში დაგეგმილი თვითმმართველობის რეფორმა მოიწონა

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესმა საქართველოში დაგეგმილითვითმმართველობის რეფორმა მოიწონა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.სამინისტროს ცნობით, კონგრესმა თავის დოკუმენტში ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილთვითმმართველობის რეფორმაზე და განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა მთავრობამ გამოხატა დეცენტრალიზაციის ნება. მისი რეფორმის სტრატეგია აგებულია სუბსიდიარობის, ფინანსური დამოუკიდებლობისა და თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის პრინციპებზე. კონგრესმა რეკომენდაციებში მიუთითა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მისაღწევი დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის კუთხით, რაც უნდა განხორციელდეს ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების გატარებით.

წყარო: მესინჯერი