ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი საქართველოს რეკომენდაციებს აძლევს

478

ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი ევროპის საბჭოში – რეკომენდაციები საქართველოს და ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე მდგარი გამოწვევები. სესიაზე საქართველოს საკითხი განიხილეს და მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში 125 ხმით მიიღეს. როგორ უნდა წარიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რომ დღემდე არსებული პრობლემები მოგვარდეს და რა უნდა გაითვალისწინოს ახალმა ხელისუფლებამ. რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ მთავრობამ თვითმმართველობებზე ზეწოლის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს. დემოკრატიულად არჩეულ წარმომადგენლებს კი თავისუფლად მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს. სესიაზე თბილისის მერი და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეც გამოვიდნენ.