გორის სოფელი ქერე მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს

1375

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივი მცხოვრებლები მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

მოსახლეობა სოფლისთვის მაღალთმიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მოთხოვნებს შორისაა ასევე სკოლის შეკეთება, საბავშვო ბაღის აშენება და გზების რეაბილიტაცია.

მოსახლეობის თქმით, სოფელში სკოლა 9 კლასამდე ფუნქციონირებს,უფროსკლასელებსა და საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებს კი სხვა სოფლებში უწევთ სწავლის გაგრძელება.

მერეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი იაგო რელიკაშვილი კი ამბობს, რომ ეს საკითხი ადგილობრივ დონეზე არ წყდება და შესაბამისმა კომისიამ უნდა განიხილოს, გზას კი რეაბილიტაცია ყოველწლიურად უტარდება, რაც შეეხება კაპიტალურ რეაბილიტაციას, მისი თქმით, ამისთვის საკმარისი ფინანსები არაა.