ხობის სოფელ ახალსოფელში საბავშვო ბაღის შესაძლო დახურვას აპროტესტებენ

1032

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ადგილობრივი მცხოვრებლები ბაღის შესაძლო დახურვას აპროტესტებენ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 600-კომლიანი სოფელი ბაღის გარეშე დატოვა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.

ადგილობივებს ხობის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი შეხვდა. მისი ინფორმაციით, ბაღის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ყადაღა ადევს.

ადგილობრივი ხელისუფლება აღსაზრდელებს ახლომდებარე სოფლის ბაღში გადაიყვანს, ან ალტერნატიულ ფართს მოიძიებს.

ადგილზე არიან “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.

ცნობისთვის, ხობში გასულ წელს სამი ბაღი დაიხურა.