ზესტაფონში ცენტრალური ქუჩების დამაკავშირებელ გვირაბს რეაბილიტაცია უტარდება

936

ზესტაფონში, სტაროსელსკისა და ჭანტურიას ქუჩების დამაკავშირებელ გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.

პროექტის მიხედვით, გვირაბის ფეხით სავალი ნაწილი ფილებით მოეწყობა, შეიღებება გარეფასადი, დამონტაჟდება განათების სისტემა. კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 54 414 ლარია.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი ქალაქის მერმა კახაბერ მახათაძემ, მოადგილესთან დავით ჩირგაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მუნიციპალიტეტის დაკვეთით სამუშაოებს შპს „აკაია“ ახორციელებს. რეაბილიტირებული გვირაბით სარგებლობას ავტომობილები და ქვეითადმოსიარულეები შეძლებენ.